წყლის გაუსნებოვნების სისტემა


წყლის გაუსნებოვნების სისტემა

(მარილიდან ქლორის გენერაციის ელექტროლიზური სისტემა)

სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, წყალში აუცილებელია ნარჩი (აქტიური) ქლორის შემცველობა 0.3-0.5 მგ/ლ ინტერვალში მერყეობდეს.

ცნობილია, რომ ულტრაფილტრაციის შედეგად მიღებული წყალი თავისუფალია ყოველგვარი მიკრობიოლოგიური დაბინძურებისაგან. მიუხედავად ამისა, ნარჩი ქლორი აუცილებელია ასეთ წყალში, რადგან ის მიეწოდება ავზებს, სადაც სველ პირობებში, განსაკუთრებით ზაფხულში ძალზედ სწრაფად მრავლდებიან ბაქტერიები, სოკოები და ვირუსები.

დაქლორვის საანგარიშო სიდიდე განისაზღვრება 1 მგ/ლ, რადგან შესაძლოა ქლორი რეაქციაში შევიდეს არსებულ მინარევებთან და ნარჩი ქლორის რაოდენობა აუცილებლად მოიკლებს. თუ კი ამ სიდიდით განვსაზღვრავთ დაქლორვის ხარისხს, მაშინ საათობრივად საჭირო იქნება 50 გ აქტიური ქლორის დოზირება. ეს დაკავშირებულია ნატრიუმის ჰიპოქლორიდის დიდი ოდენობით მიწოდებაზე. მაგალითად, თუ კი შეძენილი იქნება 5% ხსნარი, მაშინ დღეღამეში თითქმის 25 ლიტრი ჰიპოქლორიდი იქნება საჭირო. ნაყიდ ხსნარებს ვერ ენდობი, რადგან ქლორის კონცეტრაცია დროთა განმავლობაში მკვეთრად იკლებს.

ამიტომ მოსახერხებელია სუფრის მარილიდან ქლორის ადგილზე გენერაცია

ქვემორე სურათზე გამოსახულია მარილიდან ნატრიუმის ჰიპოქლორიდის სარეგენერაციო სისტემა (მწარმოებელი - შპს „ეკოფრე")