საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების დამუშავების ტექნოლოგია

 

საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების დამუშავების ტექნოლოგია ”Biotal"-ი

 

შპს `ეკოპრე” წარმოადგენს შპს "Ukrbiotal”-ის წარმომადგენლობას საქართველოში. ჩვენი საქმიანობის სფეროში შედის შპს " Ukrbiotal”-ის მიერ წარმოებული ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გაწმენდი ტექნოლოგია ”Biotal” -ის იმპორტი, მონტაჟი და სერვისული მომსახურება. ჩვენი კომპანია საქართველოს ბაზარზე მოქმედებს 2007 წლიდან, დღემდე მას მთელი საქართველოის მაშტაბით აქვს დამონტაჟებული 110-ზე მეტი ” Biotal"-ის დანადგარი, რომელთა ნახევარზე მეტსაც ჩვენვე ვუწევთ სერვისულ მომსახურებას

Biotal-ი წარმოადგენს ავტონომური კანალიზაციის სისტემების უნიკალურ წარმომადგენელს, სადაც ხორციელდება ჩამდინარე წყლების ღრმა ბიოლოგიური გაწმენდის პროცესები. მის საფუძველს ქმნის ადამიანის საყოფაცხოვრებო ნარჩენების იმ პროდუქტებად გარდაქმნის კონცეფცია, რომლებიც შემდგომი გამოყენებისათვის შეიძლება იყოს მიმართული, კერძოდ, მათი გარდაქმნა ტექნიკურ წყლად და მინერალურ სასუქებად.

მოქმედების პრინციპი:

გასაწმნდად მიწოდებული ჩამდინარე წყალი თანმიმდვრულად გადაედინება პირველიდან მეორე და მესამე ბიორეაქტორში და თითოეულ მათგანში გადის ბიოლოგიური გაწმნდის განსაზღვრულ ციკლს. თითოეულ რეაქტორში მრავალჯერ მეორდება აერაციისა და შერევის პროცესები, ამასთან, მესამე საფეხურის ბიორეაქტორი პერიოდულად გადადის დაწმენდის რეჟიმში, რის შემდეგაც გაწმენდილი ჩამდინარე წყალი გადაიქაჩება ბიოლოგიურ, თხელშრიან ფილტრ-სალექარში.

დანადგარის მუშაობისათვის, სხვადასხვა ბიოაქტივატორების შესყიდვის საჭიროება არ არსებობს. სისტემის სამუშაო მასალას წარმოადგენს თვითონ ფეკალური ჩანადენები. საპროექტო მაჩვენებლებზე გასვლის სტიმულირებისათვის, გაშვების სამუშაოების დროს, სისტემაში იტვირთება მოქმედი გამწმენდი ნაგებობებიდან მოზიდული განსაზღვრული მოცულობის აქტიური ლამი.

Biotal-ის უპირატესობები:

- ელექტროენერგის ეკონომია

შემოსული ჩამდინარე წყლის მოცულობის მიხედვით ხდება

სიმძლავრის ავტონომიური რეგულირება;

- მყარი ,უხეში ნარჩენების შეკავებისა და დაქუცმაცემის კვანძი შესასვლელთან;

- ჭარბი აქტიური ლამის ავტომატური მოცილება , სტაბილიზაციისა და გაუწყლოვნებისათვის;

-ავტომატიზაცია

დანადგარის მუშაობა მთლიანად ავტომატიზირებულია

მუდმივი მომსახურე პერსონალი საჭირო არ არის

წმენდის პროდუქტების განმეორებითი გამოყენება

Biotal"-ის, დანადგარში გავლილი ჩამდინარე წყლები შეიძლება:

- გამოყენებული იქნას სასოფლო-სამეურნეო კულტურების სარწყავ სისტემებში;

- მიემართოს სანიაღვრე საკანალიზაციო ქსელში;

- ჩაიღვაროს საწყალოსნო ობიექტებში.

ნარჩენი აქტიური ლამი, კომპოსტირების შემდეგ, შეიძლება გამოყენებული იქნას ორგანულ-მინერალური სასუქის სახით

უსიამოვნო სუნის აბსოლუტური არარსებობა წმენდის ყველა ეტაპზე;

კომპაქტური განთავსება მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე.

 

ჭარბი აქტიური ლამის უტილიზაციის მეთოდად ნავარუდევია ლამის გატანა სპეციალური ავტოტრანსპორტით ან მისი გაუწყლოვნება სპეციალურ დანადგარში და მყარი მასის გადაყრა ნაგავსაყრელზე

10მ3/დღე-ღამეში წარმადობის ბიოლოგიური გამწმენდი, წარმოადგენს პოლიპროპილენისაგან დამზადებულ, ცილინდრული ფორმის, რეზერვუარში ჩამონტაჟებულ ტექნოლოგიურ აღჭურვილობას. თავისმხრივ, ეს რეზერვუარი იდგმება მიწაში ჩაფლულ რკინაბეტონის ჭაში.

10 მ3/დღე-ღამეში და მეტი წარმადობის ბიოლოგიური გამწმენდის აღჭურვილობა მონტაჟდება ჰიდროტექნიკური ნაგებობებისათვის განკუთვნილი სპეციალური რკინაბეტონისაგან დამზადებულ მოცულობებში, რომლებსაც უნდა ჰქონდეს გარე ჰიდროიზოლაცია. გამწენდი ნაგებობები შეიძლება განთავდეს მიწის ზედაპირის დონის ქვემოთ, გრუნტის საცავით გარშემორტყმულ ნახევარ-ჩაღრმავებებში. ბიორეაქტორები გადაიხურება მონოლითით ან რკინაბეტონის ფილებით, რომლებშიც სამონტაჟო სქემის მიხედვით უნდა იყოს გათვალისწინებული სამოსამსახურო ლუკები. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი ჰიდრო- და თბოიზოლაცია და შემდგომი გრუნტის მიყრა. როგორც წესი, საკომპრესორო მზადდება სენდვიჩ-პანელებით და თავსდება ბიორეაქტორების ზემოთ