ეკოფრეს სისტემები

ეკოფრეს სისტემები — ეს არის თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარების სრული კომპლექტი, რომელიც შექმნილია  წყლის გაწმენდის მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მასალებისა და ტექნოლოგიების ბაზაზე.

ეკოფრეს სისტემები — მომზადებულია წყლის გაწმენდის მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტების მიერ მათი რეალური, მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე.

 

როგორ მუშაობს ეკოფრეს სისტემები?

ეკოფრეს სისტემები შეიცავს მთელი სახლის საყოფაცხოვრებო წყლის გაწმენდის მოწყობილობებს და სასმელი წყლის დამატებითი გაწმენდის ფილტრს. საყოფაცხოვრებო წყლის გაწმენდის სისტემა დგება სახლში წყლის შემავალ წერტილში და სუფთა წყალი მიეწოდება ყველა ონკანსა და საოჯახო ტექნიკას.

სასმელი წყლის გამწმენდი ფილტრი დგება სამზარეულოს ხელსაბანის ქვეშ, ხოლო ხელსაბანთან მონტაჟდება ცალკე ელგეანტური ონკანი რის შედეგადაც მიიღება უმაღლესი ხარისხის სასმელი წყალი.