სასმელი წყლის ფილტრები

ფილტრიანი დოქი ლაგუნა


ფილტრიანი დოქი ლაგუნას საშუალებით ვიღებთ კერძის მოსამზადებლად და სასმელად საუკეთესო გაწმენდილ წყალს. ლაგუნას ფილტრის ხუთი შრე მოქმედებს ისევე როგორც ფილტრი "წყაროს წყალი 2". დოქი ლაგუნა გამოგადგებათ ყველგან - სახლში, ოფისში, აგარაკზე, მოგზაურობისას...

 

 

 

 

 

FHV-100 ერთსაფეხურიანი ფილტრი
 

წმენდს წყალს მექანიკური მინარევებისაგან, ორგანული, ქლორორგანული და არაორგანული ნივთიერებების ფართო სპექტრისაგან, პესტიციდებისა და ნავთობპროდუქტებისაგან.

 

დგება ხელსაბანის თავზე

 

 

 

 

 

FHV-200 ორსაფეხურიანი ფილტრი
 

1. საფეხური - მექანიკური დაბინძურების ამოღება;

2. საფეხური - წმენდს წყალს ორგანული, ქლორორგანული და არაორგანული

 ნივთიერებების  ფართო  სპექტრისაგან,  პესტიციდებისა და     ნავთობპროდუქტებისაგან.

 

დგება ხელსაბანის ქვეშ

 

 

 

 

 

FHV-300 სამსაფეხურიანი ფილტრი
 

1. საფეხური - მექანიკური დაბინძურების ამოღება;

2. საფეხური - წმენდს წყალს ორგანული, ქლორორგანული და არაორგანული

    ნივთიერებების ფართო სპექტრისაგან, პესტიციდებისა და

    ნავთობპროდუქტებისაგან.

3. საფეხური - მექანიკური მინარევების, წყალში გახსნილი ორგანული და

    არაორგანული ნივთიერებების ნაშთებისაგან წყლის დამატებითი

    გაწმენდა.

 

დგება ხელსაბანის ქვეშ

 

 

 

 

 

ულტრაფილტრაციის სისტემა DrVodaUF
 

წარმოადგენს უახლეს ტექნოლოგიას წყალს აცილებს ქლორსა ქლორის ორგანულ ნაერთებს, მყარ და შეწონილ ნაწილაკებს, და ახდენსწყლის გაუსნებოვნებას.

 

დგება ხელსაბანის ქვეშ

 

 

 

 

 

 

უკუოსმოსის სისტემა Е550


უკუოსმოსის 5 საფეხურიანი საყოფაცხოვრებო სისტემა.
ფილტრი 99%-ით წმენდს წყალს ყველა არასასურველი მინარევისაგან, მათ შორის ვირუსებისა და ბაქტერიებისაგან.

ფილტრის დანიშნულებაა ონკანის სასმელი წყლის დამატებითი გაწმენდა.

რეკომენდირებულია სახლში ან ოფისში გამოსაყენებლად.

 

უპირატესობა:

 

    • მცირე ზომის მოწყობილობაა, რომელიც სამზარეულოს ხელსაბანის ქვეშ დგება და არ არღვევს    საერთო ინტერიერს.

    • "Filmtec"ორიგინალური მემბრანა 96-99% -ით წმენდს წყალს ყველა დაბინძურებისაგან, მათ   შორის ვირუსისა და ბაქტერიისაგან.

    • წინასწარი გაფილტვრის ერთჯერადი ქერთრიჯები და მემბრანული ელემენტის კომპლექტი +   სბოლოო გაწმენდის ნახშირის ფილტრი.

    • გაწმენდილი სასმელი წყლისათვის ცალკეა დადგმული ელეგანტური ონკანი.

    • უნიკალური Speedfit ® გადაბმები გამორიცხავენ ფილტრიდან წყლის გაჟონვას.

    • უფასო მონტაჟი.

    • მომსახურება და გარანტია მომწოდებლისაგან.

 

 

 

 

წყაროს წყალი 1 - ერთსაფეხურიანი ფილტრი
 

ფილტრის შიგთავსს წარმოადგენს დაპატენტებული ECOMAC LUXE მასალა. ამ ფილტრს წყლიდან გამოაქვს მასში არსებული უმეტესი მავნე მინარევი, ამასთან წყალს უნარჩუნდება ყველა ბუნებრივი სასარგებლო თვისება. დარბილების (სიხისტის შემცირება), ქლორისა და მისი მინარევების ამოღების და მინერალიზაციის შემცირების გარდა, ეს ფილტრი წყლის შეფერილობის, ორგანული ნაერთების, რკინის, ალუმინის, მძიმე ლითონების, რადიონუკლიდების შემცველობის კორექციას ახდენს. გაწმენდის შედეგად მიღებული წყალი, მართლაც წააგავს ხარისხითა და გემოთი წყაროს წყალს.

 

დგება ხელსაბანის თავზე

 

 

 

 

 

წყაროს წყალი 2 ორსაფეხურიანი ფილტრი


(ორ საფეხურიანი გაწმენდა მოიცავს 5 ბიჯს) 

 

პირველი საფეხური - დარბილება და მინერალიზაციის შემცირება.

 

1. შრე - ქოქოსის ნაჭუჭის აქტივირებული ნახშირი ვერცხლის შემცველი კომპონენტის დანამატით. იგი წყლიდან აძევებს ქლორს, ქლორორგანულ ნაერთებს, იცავს მიკროორგანიზმებისაგან ფილტრსა და გაწმენდილ წყალს.

2. შრე - მაღალი ხარისხის იონმიმოცვლის ფისი, რომელიც ამცირებს წყლის მინერალიზაციასა და სიხისტეს, წყლიდან აძევებს მძიმე და ფერად ლითონებსა, რადიონუკლიდებს, რკინის შენაერთებს.

 

მეორე საფეხური - რკინის და ორგანული ნაერთების ამოღება; ფერის, სუნისა და გემოს კორექცია.

 

3. შრე - სორბციული პოლიმერული მასალა, რომელსაც ამოაქვს ონკანის წყლის ყვითელი ფერის მიმცემი ორგანული ნაერთები, ალუმინი და ნარჩენი რკინა.

4. შრე - მაღალხარისხოვანი აქტივირებული ნახშირის ნარევი ვერცხლის შემცველი კომპონენტის დანამატით. წყლიდან ამოაქვს ქლორის, ორგანული ნაერთებისა და რკინის ნარჩენები; აკორექტირებს გაწმენდილი წყლის გემოსა და სუნს და უზრუნველყოფს მის მიკრობიოლოგიურ სტაბილურობას.

5. შრე - ფოროვანი პოლიპროპილენის ბოჭკოს ამოაქვს მექანიკური მინარევები და აკავებს მფილტრავი მასალის ნაწილაკებს. გაწმენდის შედეგად მიღებული წყალი, მართლაც წააგავს ხარისხითა და გემოთი წყაროს წყალს.

 

დგება ხელსაბანის ქვეშ

 

 

 

 

წყაროს წყალი 3 - სამსაფეხურიანი ფილტრი


(სამ საფეხურიანი გაწმენდა მოიცავს 5 ბიჯს + უწვრილესი ნაწილაკების ამოღება.) 

 

 

პირველი და მეორე საფეხურის ხუთივე შრე ემთხვევა "წყაროს წყალი 2" ფილტრის მონაცემებს.

 

მესამე საფეხური - ქლორორგანული ნაერთებისა და 1-10 მიკრონი სიდიდის ნაწილაკების ამოღება. ქოქოსის ქერქის აქტივირებული ნახშირისაგან დამზადებული უნიკალური მფილტრავი მასალა ათავისუფლებს წყალს ყველა მავნე ნივთიერებების ნარჩენებისაგან, რომელიც ცენტრალიზებული დაქლორვის შედეგად მიიღება. წყალი იწმინდება ყველა უმცირესი ლითონისა და მფილტრავი მასალის მინარევებისაგან. გაწმენდის შედეგად მიღებული წყალი, მართლაც წააგავს ხარისხითა და გემოთი წყაროს წყალს.

 

დგება ხელსაბანის ქვეშ

 

 

 

 

FOS-100 პოლიფოსფატის ფილტრი


იცავს სარეცხ მანქანას, წყლის გამათბობელს, გათბობის ქვაბებს, ცხელი წყლისა და გთბობის გაყვანილობის სისტემას წყლის სიხისტით გამოწვეული მარილოვანი ნადების შედეგად მწყობრიდან გამოსვლისა და განადგურებისაგან.

 

 

ფილტრის შიგთავსი წარმოადგენს პოლიფოსფატის გრანულებს, რომელიც დროდადრო საჭიროებს შევსებას.