რისგან შედგება ეკოფრეს სისტემები

Liquatec BB20, Honeywell

 

მექანიკური გამწმენდი ფილტრი,წყლიდან გამოაქვს მექანიკური დაბინძურება — ლამი, ჟანგი, ქვიშა და სხვა შეწონილი ნაწილაკები.აღკვეთს სანტექნიკური მოწყობილობების მფრქვევარას გაჭედვას, მილების ზედაპირზე ნადების ხოლო სანტექნიკაზე ბინძური ლაქებისა და ნაღვენთის გაჩენას,სარქველების დაჩქარებულ ცვეთას,დანაგვიანებას და გაჭედვას. იცავს და ექსპლუატაციის ვადას უხანგრძლივებს ECOMIX FK-ს მთავარ ფილტრს.

 

Honeywell ფილტრი აღჭულვილია წნევის დამწევი სარქველით, რომელიც ამცირებს წყლის მოხმარებას და გამორიცხავს დიდი წნევის გამო მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლას. რეკომენდირებულია მაღლივი შენობის ბინებისათვის.

 

 

 

 

Ecomix FK Cab
 

ეს სისტემა წარმოადგენს სიხისტის მარილების, რკინის, მარგანეცისა და ორგანული ნაერთებისაგან წყლის გაწმენდის მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობას.მისი მუშაობა დამყარებულია უნიკალურ ECOMIX ტექნოლოგიაზე, რაც საშუალებას იძლევა წყალი გაიწმინდოს ერთი ფილტრისა და ერთი სტადიის მეშვეობით ყველა არასასურველი მინარევისაგან, რომელიც გვხვდება როგორც ონკანის, ასევე არტეზიული ჭის წყალში.

 

სისტემა შედგება ელექტრონული მართვის ბლოკის მქონე ფილტრისაგან, რომელიც განლაგებულია სპეციალურ, მარილის, "კაბინეტის" ტიპის ავზში.გაწმენდისას წყალი გადის მრავალფენიან ECOMIX მფილტრავ მასალას,რომლის ყოველ შრეს წყლიდან ამოაქვს სპეციფიური დაბინძურება. გარკვეული რაოდენობის წყლის გაწმენდის შემდეგ, ფილტრი ავტომატურად აღდგება(რეგენერირდება) ტაბლეტირებული მარილისა და წყლის მეშვეობით.

 

წყლიდან ამოღებული დაბინძურებები საკანალიზაციო ქსელში ჩაირეცხება. სისტემა ავტომატურია და მოითხოვს მხოლოდ სამარილე ავზში მარილის მარაგის დრო და დრო შევსებას. "კაბიმეტის"სპეციალური კონსტრუქცია სისტემას ძალზედ მცირეგაბარიტიანს ხდის, რაც მცირეზომიან ბინებში მისი გამოყენების საშუალებას იძლევა.

 

 

 

 

უკუოსმოსის სისტემა Е550


უკუოსმოსის 5 საფეხურიანი საყოფაცხოვრებო სისტემა.
ფილტრი 99%-ით წმენდს წყალს ყველა არასასურველი მინარევისაგან, მათ შორის ვირუსებისა და ბაქტერიებისაგან.

ფილტრის დანიშნულებაა ონკანის სასმელი წყლის დამატებითი გაწმენდა.

რეკომენდირებულია სახლში ან ოფისში გამოსაყენებლად.

 

უპირატესობა:

 

    • მცირე ზომის მოწყობილობაა, რომელიც სამზარეულოს ხელსაბანის ქვეშ დგება და არ არღვევს    საერთო ინტერიერს.

    • "Filmtec"ორიგინალური მემბრანა 96-99% -ით წმენდს წყალს ყველა დაბინძურებისაგან, მათ   შორის ვირუსისა და ბაქტერიისაგან.

    • გაწმენდილი სასმელი წყლისათვის ცალკეა დადგმული ელეგანტური ონკანი.

    • უნიკალური Speedfit ® გადაბმები გამორიცხავენ ფილტრიდან წყლის გაჟონვას.

    • წინასწარი გაფილტვრის ერთჯერადი ქერთრიჯები და მემბრანული ელემენტის კომპლექტი +   სბოლოო გაწმენდის ნახშირის ფილტრი.

    • უფასო მონტაჟი.

    • მომსახურება და გარანტია მომწოდებლისაგან.

 

 

 

 

Ecomix FK


რკინისა და მარგანეცისაგან წყლის გაწმენდის ყველაზე თანამედროვე სისტემა კერძო სახლისათვის.
რკინისა და მარგანეცის ამოღებასთან ერთად, ამცირებს წყლის სიხისტეს, ამოაქვს ორგანული ნაერთები და ამონიუმი.

 

სისტემის ქმედება დამყარებულია უნიკალურ ECOMIX დაპატენებულ ტექნოლოგიაზე,რომელიც ერთ სტადიაში არტეზიული ჭიდან 5 ძირითადი მინარევის ამოღების საშუალებას იძლევა.

 

სისტემა შედგება 2 კომპონენტისაგან-ავტომატურ სარქველიანი წყლის გამწმენდი ფილტრითა და ავზისაგან, სადაც ტაბლეტირებული მარილი ინახება.გაწმენდისას წყალი გადის ფილტრს, რომელიც შეიცავს სპეციალურ მრავალშრიან მასალა ECOMIX-ს.მასალის ყოველი შრე წყლიდან მაგნიტივით იზიდავს მისთვის სპეციფიურ მინარევს.

 

მფილტრავ მასალას არ სჭირდება გამოცვლა 5 წლის განმავლობაში.გარკვეული რაოდენობის წყლის გაწმენდის შემდეგ, ფილტრი ტაბლეტირებული მარილისა და წყლის მეშვეობით განიცდის ავტომატურ აღდგენას (რეგენერაციას).რეგენერაციის შედეგად ფილტრი სრულად აღიდგენს თავის მუშა თვისებებს. აღდგენისათვის განკუთვნილი მარილის ხსნარი მზადდება ცალკე ავზში.ამოღებული დაბინძურება ჩაირეცხება კანალიზაციის ქსელში. სისტემა ავტომატურია და მოითხოვს მხოლოდ სამარილე ავზში მარილის მარაგის პერიოდულ შევსებას.

 

 

 

 

Ecosoft FPC


ფილტრაციის სისტემა, რომელიც აძევებს არასასურველ სუნს არტეზიული წყლის ჭიდან.სისტემა შედგება ფილტრისაგან, რომელიც აღჭურვილია ავტომატური,კონტროლერით მართვადი სარქველით.

 

სისტემა შეიცავს უნიკალურ კატალიზურად აქტიურ ნახშირ "კენტავრს", რომელიც განკუთვნილია წყლიდან გოგირდწყალბადის მოსაცილებლად.ცნობილია, რომ გოგირდწყალბადს ახასიათებს მძაფრი, არასასიამოვნო სუნი. გაწმენდისას წყალი გადის აქტივირებული ნახშირის შრეს, რომელიც შეისრუტავს არასაუსრეველ მინარევებს და გარდაქმნის მათ უსაფრთხო შენაერთებში- სულფატებში.

 

გოგირდწყალბადთან ერთად ფილტრს წყლიდან გამოაქვს რკინის, მარგანეცის და ორგანული ნაერთების ნაშთები, აუმჯობესებს წყლის ფერსა და გემოს.მფილტრავი მასალა არ მოითხოვს შეცვლას 2-3 წლის განმავლობაში.გარკვეული რაოდენობის წყლის გაწმენდის შემდეგ, სისტემა ყოველგვარი რეაგენტების გარეშე, უბრალო წყლით, ავტომატურად ირეცხება დაბინძურებისაგან.მთელი პროცესი ავტომატიზირებულია.

 

 

 

 

ულტრაიისფერი ნათურა


წყლის ულტრაიისფერი გაუსნებოვნების (დიზინფექციის) სისტემის დანიშნულებაა მთელ სახლში წყლის გაუსნებოვნება და მიკრობიოლოგიური სტაბილურობის შენარჩუნება.

 

ულტრაიისფერი სისტემა შედგება ცილინდრული უჟანგავი ფოლადის კორპუსისაგან, რომელშიც განლაგებულია ულტრაიისფერი ნათურა. ნათურა უმეტესად ასხივებს ულტრაიისფერ სხივებს, რომელტა სიგრძე 260 ნანომეტრის არეშია.ულტრაიისფერი გაუსნებოვნება წარმოადგენს წყლის დიზინფექციის სწრაფ და ეფექტურ მეთოდს, რომელიც არ იყენებს თერმულ დამუშავებას და საშიშ ქიმიურ რეაგენტებს (მაგ. ქლორს).

 

სტერილიზაციის მეთოდი არის უკონტაქტო. ამიტომ, წყალი არ იცვლის გემოს და თავის ფიზიკურ თუ ქიმიურ თვისებებს.ულტრაიისფერი ნათურა არ მოითხოვს შეცვლას 9000 საათის (ანუ 1 წლის) განმავლობაში..

 

ულტრაიისფერი სისტემის უპირატესობას წარმოადგენს დაბალი კაპიტალური და საექსპლოატაციო დანახარჯები. ასევე, მაღალი ეფექტურობა და უმარტივესი მომსახურება.